ფედერიკა მოგერინი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობოების განთავსების საკითხზე იმსჯელოს

ფედერიკა მოგერინი მზადაა, უკრაინაში სამშვიდობოების განთავსების საკითხზე იმსჯელოს

ევროკავშირი მზადყოფნას გამოთქვამს, უკრაინასთან და გაეროსთან ერთად განიხილოს კიევის შეთავაზება სამშვიდობოების უკრაინის ტერიტორიაზე გაგზავნის შესახებ. თუმცა, მიიჩნევს, რომ მოცემულ მომენტში აუცილებელია მინსკის შეთანხმებების შესრულება, რომელზეც ზედამხედველობა ეუთოს აქვს დაკისრებული დაკისრებული. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ჰელსინკში, ფინეთში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე ვემხრობი, რომ მონიტორინგით ეუთო დაკავდეს, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდა", - აღნიშნა მოგერინიმ. მისი თქმით, ევროკავშირი უკვე აწვდის ეუთოს მისიას თანამგზავრიდან გადაღებულ სურათებს და ადგილზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას, რათა მისიას გაცილებით მეტი ინსტრუმენტი ჰქონდეთ დასაკვირვებლად.

"რიგაში ხვალ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იგეგმება, რომელზეც ეუთოს გენერალურ მდივანთან ერთად განვიხილავთ კონკრეტულ ღონისძიებებს ეუთოს მხარდასაჭერად, რათა ამ ორგანიზაციამ შეძლოს მომავალში კიდევ უფრო ეფექტური იყოს", - განაცხადა გუშინ უმაღლესმა კომისარმა.