პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში აზიმ სადიკოვს შეხვდა.

შეხვედრის ძირითადი თემა საქართველოში სავალუტო ფონდის საქმიანობა და ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაციის ანალიზი იყო.

საუბრი ასევე შეეხო მუშაობის დასრულების შემდეგ მისიის მიერ წარმოდგენილ შეფასებას, გაკეთებულ პროგნოზებსა და შემუშავებულ რეკომენდაციებს.

საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების განხილვისას მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მიერ კოორდინირებული მუშაობით სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის შემუშავების აუცილებლობა.

აღინიშნა გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენელთა შეხვედრის მნიშვნელობაც, რომელიც სავალუტო სტაბილიზაციის გეგმის შემუშავების საჭიროებას შეეხებოდა.