საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახანგ გომელაურის განცხადებით, პირი, რომელმაც ირაკლი გედენიძე სცემა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ძალოვანი უწყების პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა მომხდარი ფაქტის გამო.
„რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო. მეც შევშფოთდი, როცა ინფორმაცია წავიკითხე. ირაკლი გედენიძე სცემეს, როცა ასრულებდა თავის პროფესიულ საქმიანობას. ეს ისჯება კანონით. ეს ადამიანი იქნა დაკავებული და მასზე სასამართლო იმსჯელებს. მე ვფიქრობ, რომ უნდა დაისაჯოს კანონის უმკაცრესი ზომებით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.