„კრიზისების მართვაზე ნატო-ს სწავლებაში საქართველოს სტატუსი სწავლების დაგეგმარებისას განისაზღვრა“

„კრიზისების მართვაზე ნატო-ს სწავლებაში საქართველოს სტატუსი სწავლების დაგეგმარებისას განისაზღვრა“

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიზისების მართვაზე ნატო-ს ყოველწლიურ სწავლებაში საქართველოს სტატუსი, როგორც სწავლებაში ჩართული დამკვირვებელი ქვეყნისა, 2011 წელს განისაზღვრა.

3 მარტს ნატო-ს განცხადება გავრცელდა, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრიზისების მართვის საკითხში ნატო-ს ყოველწლიური სწავლება წელს 4-10 მარტს ჩატარდებოდა. აქვე აღნიშნული იყო, რომ გარდა ნატო-ს წევრი ქვეყნებისა, სწავლებაში მონაწილეობას ნატო-ს პარტნიორი ქვეყნებიც, მათ შორის ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, შვედეთი და უკრაინა მიიღებდნენ. ხოლო საქართველო, სამხრეთ კორეა და ახალი ზელანდია დამკვირვებლის სახით იქნებოდნენ წარმოდგენილნი. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „პირWელი“ დაინტერესდა თავდაცვის სამინისტროს კითხვით მიმართა, თუ რატომ მოხდა,  რომ სწავლებაში ნატო-ს პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით იყო წარმოდგენილი.

როგორც „პირWელს“ თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ქვეყნის სტატუსი მაშინ განისაზღვრა, როდესაც სწავლების დაგეგმარება დაიწყო.

„ნატო-ს შტაბ-ბინაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით,  კრიზისების მართვის სტარტეგიული დონის სამხედრო-პოლიტიკური ყოველწლიური სწავლება მიმდინარეობს. სწავლება 1992 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და წელს მე-19-ჯერ იმართება. სწავლება  სტრატეგიულ დონეზე გადაწყვეტილების მიღებაზე  ნატო-ს სამხედრო კომიტეტის (NAC) სამოქმედო პროცედურების შემოწმებასა და დახვეწას ისახავს მიზნად.

წელს ნატოს კრიზისების მართვის ყოველწლიურ სწავლებაში საქართველო დამკვრივებლის სტატუსით მონაწილეობს. სწავლებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დაგეგმვის სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი ბეშიძეა ჩართული. საქართველოს სტატუსი, როგორც სწავლებაში ჩართული დამკვირვებელი ქვეყანა, 2011 წელს განისაზღვრა, როდესაც სწავლების დაგეგმარება დაიწყო“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს საპასუხო წერილში.

ცნობისთვის, ნატო-ს სწავლება კრიზისების მართვის საკითხში იმიტირებული სცენარის მიხედვით მიმდინარეობს. ალიანსის არაწევრ ორ ქვეყანაში საზღვაო და ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისები ვითარდება, რომელბიც ალიანსის უსაფრთხოებაზე ახდენენ გავლენას. სწავლება ნატოს შტაბ-ბინიდან იმართება. ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კრიზისულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სავარჯიშოები (Crisis Management Exercise - CMX15) წელს საზღვაო უსაფრთხოებაზეა ფოკუსირებული. მისივე ინფორმაციით, წვრთნები სამხედრო ძალების რაიმე სახით განლაგებას არ ითვალისწინებს.