არ ველოდებით არანაირ არეულობას და არც ვურჩევ ვინმეს, ეს დაგეგმოს

არ ველოდებით არანაირ არეულობას და არც ვურჩევ ვინმეს, ეს დაგეგმოს

ჩვენ არ ველოდებით არანაირ არეულობას და არც ვურჩევ ვინმეს, ეს დაგეგმოს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა "ინტერპრესნიუსს" 21 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციის კომენტირებისას განუცხადა.

შინაგან საქმეთა განმარტებით, აქციაზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა მოხდება.

"უსაფრთხოების ზომების დაცვა, რა თქმა უნდა, მოხდება ყოველთვის, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია თუ სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით და არც ვურჩევთ, რომ ეს ვინმემ დაგეგმოს, რადგან ფიზიკურად არ დავუშვებთ არეულობას. არაფერი არ მოხდება. თუ იქნებიან წყნარად, ჩატარდება წყნარად. თუ არ იქნებიან წყნარად და პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს ზომებს", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.