ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რამდენ ხანში მოხდება ეკონომიკური ზრდის პარამეტრების შემცირება

ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, რამდენ ხანში მოხდება ეკონომიკური ზრდის პარამეტრების შემცირება

როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, წელს ეკონომიკური ზრდა 5-ის ნაცვლად სავარაუდოდ, 2% იქნება.

„იქიდან გამომდინარე, რომ საგარეო ფაქტორები შიდა პროცესების განმსაზღვრელია, ჩვენ რა თქმა უნდა, ბიუჯეტის კორექტირება მოგვიწევს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ხელისუფლებას ურჩევს, წლიური ინფლაცია ნაცვლად მიზნობრივი 5%-ისა, იყოს 3%.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ეროვნულ ბანკთან მუშაობა მიმდინარეობს.

„გარე შოკების გათვალისწინებით, მაკროეკონომიკური პარამეტრების გადაცვლა ალბათ, 2%-იან ეკონომიკურ ზრდაზე მოგვიწევს. სავალუტო ფონდი გვირჩევს, რომ წლიური ინფლაცია ნაცვლად მიზნობრივი 5%-სა, 3% იყოს. ჩვენ ამაზე ეროვნულ ბანკთან ვმუშაობთ, რათა ზუსტი პროგნოზი გვქონდეს, რაც შესაძლებელია იმისთვის, რომ გადავთვალოთ ბიუჯეტი“, - განაცხადა ხადურმა.