იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტს საარჩევნო კოდექსის დახვეწაში დაეხმაროს

იუსტიციის სამინისტრო მზად არის, პარლამენტს საარჩევნო კოდექსის დახვეწაში დაეხმაროს

ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა. მინისტრის თქმით, საარჩევნო კოდექსის რეფორმასთან დაკავშირებით ტემპი უნდა აჩქარდეს, რადგან პარლამენტმა შეძლოს სასესიო პირობებში საკითხის განხილვა.

"საარჩევნო კოდექსს სჭირდება დახვეწა და გაუმჯობესება, ეს ფაქტია და ვერ გავექცევით. უბრალოდ, მუშაობა უნდა დაჩქარდეს ამაზე. სულ ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე და იმისთვის, რომ შემდგომ პრაქტიკაში მისი დანერგვა შევძლოთ, ალბათ გაზაფხულზე, მომავალ წელს მაინც უნდა შევიდეს ძალაში ახალი ცვლილებები. ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო მზად ვართ, რომ პარლამენტს აღმოვუჩინოთ დახმარება, თუ თანამშრომლობა, რომ კოდექსი უკეთესი გახდეს და მომავალ არჩევნებზე ყველას ჰქონდეს უკეთესი კონკურენციის საშუალება. შემდეგ უკვე ხალხი აირჩევს, ვინ არის ღირსი იყოს  ხელისუფლებაში. საპარლამენტო არჩევნებს უნდა შევხვდეთ ახალი კოდექსით და მე ამაში მივიღებ მონაწილეობას", - განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კოდექსის დასახვეწას არასაპარლამენტო ოპოზიცია უკვე დიდი ხანია, ითხოვს და მიიჩნევს, რომ მასში არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია გასასწორებელი.