საქართველო 2017 წელს ევროპისა და აზიის მე-3 სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს

საქართველო 2017 წელს ევროპისა და აზიის მე-3 სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველო ევროპისა და აზიის მე-3 სამთო კურორტების კონფერენციას უმასპინძლებს, რომელიც გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით იმართება.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

აღნიშნული კონფერენცია  საერთაშორისო, ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ფორუმია - მასზე წარმოდგენილი იქნება ევროპისა და აზიის ცნობილი და განვითარებადი, ზაფხულისა და ზამთრის კურორტები. ღონისძიებას 300-ზე მეტი სამთო კურორტის  ხელმძღვანელი, ასევე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრეზიდენტი ტალებ რიფაი  და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

ევროპისა და აზიის რიგით მე-3 სამთო კურორტების კონფერენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარებისთვის  კუთხით - თუ როგორია თანამედროვე მიდგომები და ტენდენციები საბაზო და ტურისტული ინფრასტრუქტურის დაგეგმარების მხრივ, რა ახალი ტურისტული პროდუქტები ვითარდება სამთო კურორტებზე სეზონის გახანგრძლივების მიმართულებით და რა ინოვაციური მეთოდები გამოიყენება სამთო კურორტების საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. კონფერენცია ასევე წარმოადგენს ძალიან კარგ შესაძლებლობას ინვესტორთა მოსაზიდად ბიზნესის ამ სფეროში.

ევროპისა და აზიის რიგით მე-3 სამთო კურორტების კონფერენცია 2015 წლის 14-16 ოქტომბერს გაიმართება სამხრეთ კორეაში, ქალაქ ულსანში (იქ ჩატარდება 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა), სადაც  ქართული მხარე გამართავს პრეზენტაციას 2017 წლის მასპინძელი ქვეყნის შესახებ.