პრემიერმა ფინანსთა მინისტრისგან ბიუჯეტის შესრულების ორთვიანი ანგარიში ჩაიბარა

პრემიერმა ფინანსთა მინისტრისგან ბიუჯეტის შესრულების ორთვიანი ანგარიში ჩაიბარა

თებერვალში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა მილიარდ 47 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 13%-ია.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, სულ ბიუჯეტში შემოსავლებმა მილიარდ 339 მილიონ 100 ათასი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე მაჩვენებელზე 143 მილიონი ლარით მეტია.

„აღნიშნული მაჩვენებელი პირველი კვარტლის გეგმის 60.9%-ია. რაც შეეხება ხარჯებს, 2 თვის განმავლობაში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 295 მილიონ 700 ათასი ლარის ხარჯია გაწეული, რაც პირველი კვარტლის 60%, ხოლო წლიური გეგმის 13.5%-ია. წელს იანვარ-თებერვალში 48 მილიონი ლარით მეტია დახარჯული, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში“, - განაცხადა ხადურმა.