ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს დაახლოებით 70 000 ლარით შეამცირებს

ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს დაახლოებით 70 000 ლარით შეამცირებს

ჯანდაცვის სამინისტრო ხარჯებს დაახლოებით 70 000 ლარით შეამცირებს. ამის შესახებ უწყების მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, სამინისტრომ საწვავის ლიმიტების, საოფისე და სამივლინებო ხარჯები შეამცირა, რამაც წინასწარი გათვლით წელიწადში უნდა შეადგინოს 50-დან 70 000 ლარამდე.

თუმცა, მინისტრის თქმით, ეს საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და ის ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში ყველა სამინისტროს ექნება უკვე ერთიანი სამოქმედო გეგმა, სისტემური გადაწყვეტილება ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით.