"ეს არ არის მთავრობის განცხადება. ჩვენ ვთვლით, რომ სავალუტო ფონდი არის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და საქართველოს პარნიტორი, რომლის რჩევები ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია", -ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნოდარ ჯავახიშვილის საპასუხოდ გააკეთა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილემ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საერთაშორისო სავალუტო მისია კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ფონდის მისია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ არის მოსყიდული.