"ეს გაგვიფუჭებს ურთიერთობას ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან"

"ალბათ რაღაცნაირად გაანეიტრალებს წულუკიანი ამ განცხადებას"- ასეთი იმედი გამოთქვა ნიკა რურუამ იუსტიციის მინისტრის გახმაურებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა. "პირველ რადიოსთან" სატელეფონო საუბარში რურუამ, თემის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ჩინეთი ერთ-ერთი უდიდესიო სახელმწიფოა, რომელთანაც მთელი მსოფლიო ცდილობს კარგი ურთიერთობის დამყარებას, იუსტიციის მინისტრის ასეთი გამონათქვამები კი დიპლომატიურ ურთიერთობას დაძაბავს:

"ეს განცხადება თავისთავად აბსურდულია, ძალიან არადიპლომატიური და პლუს კიდე თუ მართლა შინაარსობრივად ესაა უგუნურიც, იმიტომ რომ ჩინეთის, ბოდიში და შევიწროვება არის ძალიან ცუდი იდეა, ის წამყვანი სახელწმიფოა, თითქმის სუპერ სახელმწიფოც უკვე, გამომდინარე თავისი ეკონიმიკიდან და გაეროს უშიშროების საბჭოში აქვს თავისი ხმა ვეტოს უფლებით და ხუთ წევრში ერთ-ერთია ჩინეთი- რუსეთთან, ბრიტანეთთან, აშშ-სთან და საფრანგეთთან ერთად. აბსურდია მცდელობაც კი, რომ ჩინელები შევავიწროვოთ ამ ნიშნით...ჯერ ერთი დისკრიმინაციული განცხადება აბსოლუტურად და ძალიან უტაქტო და მეორე, დიპლომატიურად გააფუჭებს ურთიერთობას ჩინეთთან იმიტომ, რომ დარწმუნებული იყავით, რომ ჩინელები, მათი სალეჩო ამას შეატყობინებს თავიანთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ავტომატურ რეჟიმში. მინისტრის განცხადება არ არის ხუმრობა და ეს გაგვიფუჭებს ურთიერთობას ძალიან ძლიერ სახელმწიფოსთან, ვისთანაც მთელი მსოფლიო ცდილობს ნორმალური, საქმიანი ურთიერთობის აწყობას. ალბათ რაღაცნაირად გაანეიტრალებს წულუკიანი ამ განცხადებას, იმიტომ რომ იმედია თვითონაც მიხვდება ამ განცხადების უგუნურებას" განაცხადა ნიკა რურუამ "პირველ რადიოსთან" სატელეფონო საუბრისას.