თეა წულუკიანის განცხადება, რომელიც საემიგრაციო რეფორმას ეხებოდა განხილვის საგანი გახდა. მინისტრის განცხადება მწვავედ გააკრიტიკა უმცირესობის წევრმა. ჩიორა თაქთაქიშვილი წულუკიანს რასიზმში ადანაშაულებს და ფეისბუიქზე წერს:
"ასეთი ვინმე რას აკეთებდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ამდენი ხანი???!!!! ვერ ვხვდები, მაშინ თვალთმაქცობდა და არ ამჟღავნებდა ამ რასისტულ შეხედულებებს, თუ ახლა თვალთმაქცობს?? თანაშემწე და სტრასბურგის სასამართლო იქით იყოს და ასეთი შეხედულებების ადამიანი როგორ შეიძლება იყოს იუსტიციის მინისტრი??"