"ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსურნეა"...

ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემა "ქრონიკაში" სტუმრობისას საემიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის ძალაში შესვლის შემდეგ ტურისტების ნაკადი 42 000-ით შემცირდა და ეს ძირითადად ჩინელებს, ერაყელებს, ირანელებს და ეგვიპტელებს შეეხო:

“ყველა ბედნიერი მასშტაბური რეფორმით ვერ არის. ვერ არის, მაგალითად, ბედნიერი ტურიზმის სააგენტო, ის რომ ბედნიერი იყოს, მაშინ არ უნდა ერქვას ტურიზმის სააგენტო. როგორც ჩემზე უფრო კომპეტენტური უწყება აცხადებს ამ სფეროში, 1 სექტემბერს, როცა ეს რეფორმა [საემიგრაციო] შევიდა ძალაში, ამან გამოიწვია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში 2014 წელს, ჩვენი ტურისტების ნაკადის 42 000 ადამიანით შემცირება: ჩინელების, ერაყელების, ირანელების და ეგვიპტელების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ახლა ხომ შევავიწროვეთ ეს და ჩვენ წარმატება მივიღეთ ბრუსელში და ჩვენ ველოდებით რიგის სამიტზე რაღაცა ტიპის წარმატებას. ყველაფერი ერთ სამიტზე ვერ მოხდება, მაგრამ უნდა გაიხსნას და ეს უნდა დაიწეროს შავით თეთრზე, რომ პერსპექტივა გაიხსნა. მერე ჩვენ შეგვიძლია უკვე დადგენილ ჩარჩოში ვაკონტროლოთ და შემოვუშვათ ის, ვინც ჩვენი ქვეყნის კეთილმოსრნეა, ტურისტია, ან რაც მთავარია ინვესტორია" განაცხადა თეა წულუკიანმა.