შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდები გამოჩნდა

შავ ზღვაში ნატო-ს სამხედრო ხომალდები გამოჩნდა

შავ ზღვაში ნატო-ს ექვსი სამხედრო ხომალდი გამოჩნდა. ისინი ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის საზღვაო ძალებთან ერთად სამხედრო სწვალებას გადიან. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება. 

წვრთნა ანტისაჰაერო და ნავსაწინააღმდეგო სამხედრო სწავლებას მოიცავს.

"შავ ზღვაში ჩვენს წევრებთან ერთად წვრთნა ჩვენ მოგვამზადებს იმისათვის, რათა შევასრულოთ ნატო-ს ნებისმიერი მისია, რაც კოლექტიური თავდაცვისთვის იქნება საჭირო", - განაცხადა ამერიკელმა ადმირალმა, ბრედ უილიამსონმა. 

ალიანსის სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში თვის ბოლოს დაბრუნდებიან და გააგრძელებენ რეგიონში პატრულირებას.