დაკითხავენ თუ რა ჯანყარაშვილს, მამაცაშვილს და თამაზაშვილს?

დაკითხავენ თუ რა ჯანყარაშვილს, მამაცაშვილს და თამაზაშვილს?

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ბიზნესმენ თემურ უგულავასთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე პარლამენტის წევრის, ლექსო თამაზაშვილის, ქართული ოცნების ყოფილი აღამასრულებელი მდივნის, ზვიად ჯანყარაშვილის და ექსპრემიერის დეიდაშვილის უჩა მამაცაშვილის დაკითხვას ითხოვს. შესაბამისი მოთხოვნით, კუკავა აპირებს პროკურატურას ოფიციალურად მიმართოს. მისივე თქმით, თუ ამ საქმეზე ძიება არ დაიწყება, ეს იმის ოფიციალური დადასტურება იქნება, რომ რეკეტი არა თამაზაშვილი-ჯანყარაშვილისგან, არამედ ივანიშვილი-ღარიბაშვილისგან მომდინარეობდა. კუკავა ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში სკანდალური საქმით დაინტერესება იმიტომ არ მოხდა, რომ „ერთიანი სისტემის“ სათავეში დგას არა თამაზაშვილი, არამედ ივანიშვილი და სწორედ ის ახორციელებს ბიზნესის რეკეტს და ქვეყანაში ყველა მსხვილი ობიქეტი გახდა "ოცნების" მხრიდან რეკეტის ობიექტი.

„კონკრეტული ფაქტები არსებობს, რომ ლექსო თამაზაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ზვიად ჯანყარაშვილმა, ქართული ოცნების ყოფილმა აღმასრულებელმა მდივანმა, რეკეტის, გამოძალვის სახით კაზინო აჭარის მფლობელს მოსთხოვეს 70 მილიონი დოლარი. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ემუქრებოდნენ, რომ საგადასახადო დავალიანებას დაარიცხავდნენ 150 მილიონი დოლარის ოდენობით...მივმართავ საქართველოს პროკურატურას გამოიძიოს აღნიშნული საქმე, გაარკვიონ რეალურად ქონდა თუ არა საგადსახადო დავალიანება კაზინოს, მიმდინარეობდა თუ არა იქ საგადასახადო შემოწმება. დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი, ზვიად ჯანყარაშვილი, ლექსო თამაზაშვილი და შუამავალი პიროვნება უჩა მამაცაშვილი.“ აცხადებს კახა კუკავა გაზეტ „ალიასთან“ ინტერვიუში.

წყარო „ალია“