პარლამენტმა მესამე მოსმენით, "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის პროექტი დაამტკიცა.
მიღებული პროექტის მთავარ ნოვაციას პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს, როგორც ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყების კომპეტენციათა კანონის დონეზე გაწერა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციებისგან გამიჯვნა წარმოადგენს.
პროექტის მიხედვით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია საბჭოს ფარგლებში მოხდება, რასაც აქამდე ახორციელებდა პრეზიდენტი, როგორც აღმსარულებელი ხელისუფლების მეთაური და აკეთებდა ეროვნული უშიშროების საბჭო.
როგორც პარლამენტში "ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონის განხილვების დროს ითქვა, ეს ერთადერთი კანონი იქნება, სადაც ასახული იქნება ყველა ის საფრთხე, რომელსაც სახელმწიფო ეროვნულ საფრთხედ აღიქვამს. ამ მიმართულებით პოლიტიკის დაგეგმვაზე, კოორდინაციაზე ფუნქციას კრიზისებისა და უსაფრთხოების საბჭო განახორციელებს.