ახალი დეპარტამენტის შექმნა ახალი შეტევის საგანი გახდა-ამ განცხადებას გია ვოლსკი აკეთებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შესახებ პლენარულ სესიაზე ისაუბრა:
,,ახალი შეტევის საგანი გახდა პროკურატურაში დეპარტამენტის შექმნა, რომელმაც თურმე არ უნდა გამოიძიოს ის უკანონო ქმედებები რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. ამას თურმე პასუხი არ უნდა გაეცეს. ჩვენი ოპონენტები კი დღეს ხალხს მოუწოდებენ მიტინგებისკენ და ეს ყველაფერი არის მიმართული იქითკენ, რომ დაიძაბოს სიტუაცია და დაძაბულობის ატმოსფერო შეიქმნას. ეს ხომ განგებ კეთდება. ეს დეპარტამენტი, რომელიც შეიქმნა, პროკურატურაში გაცილებით ადრე უნდა შექმნილიყო. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამას ყველაფერს სწორ შეფასებას მისცემს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.