ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს

ბესელია პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს

მთავარ პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს უმრავლესობის წევრები აფასებენ. ეკა ბესელია სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შექმნას მნიშვნელოვანს უწოდებს და ამბობს, რომ დეპარტამენტმა მოქალაქეების მიმართ განოხრციელებული წამების, ღირსების შემლახავი ფაქტები უნდა გამოიძის, რაც სამართლიანობის აღდგენის პროცესის გაგრძელებაა.

"ხანგრძლივი ფიქრის და მუშაობის შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურატურის სისტემაში, პრემიერ-მინისტრის დავალებით შეიქმნა ახალი დეპარტამენტი. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამართლიანობის აღდგენის პროცესის გასაგრძელებლად, იმ პროცესისთვის, რასაც ჩვენი მოქალაქეებიც ელოდებიან. ამ დეპარტამენტმა უნდა შეასრულოს სწორედ მაღალი პასუხსიმგებლობის მატარებელი ვალდებულება, რომელიც გულისხმობს, ჩვენი მოქალაქეების მიმართ განხორციელუბული წამებების, ღირსების შემლახავი საქმეების გამოძიებას, ასევე საკუთრების ხელყოფის ფაქტებსაც, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მოხდა", - განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.