რუსეთში პოლიტიკური მკვლელობები უნდა დასრულდეს

რუსეთში პოლიტიკური მკვლელობები უნდა დასრულდეს

„BBC"-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთში პოლიტიკური მკვლელობები უნდა დასრულდეს.

პუტინის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს "მაღალი დონის" დანაშაულს. აღნიშნული განცხადება კრემლის ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ კვირას 55 წლის რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.

მკვლელობის ზუსტი მოტივი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, დასავლელმა ლიდერებმა მას პოლიტიკური მკვლელობა უწოდეს. ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაცია მომხდართან კავშირს უარყოფს.