ამერიკული ტანკები ლატვიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

ამერიკული ტანკები ლატვიის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ

სააგენტო "LETA"-ს ინფორმაციით, ამერიკული ტანკები და ჯავშანმანქანები პორტში 9 მარტს შევლენ. ლატვიაში ტანკ "Abrams"-ს და ჯავშანმანქანა "Bradley"-ს, სულ 120 ერთეულ ტექნიკას შეიყვანენ.

სამხედრო ტექნიკის ჩამოტვირთვას თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი, აშშ-ის საელჩოს ხელმძღვანელი ლატვიაში შარონ ჰადსონ-დინი და აშშ-ის არმიის გენერალ-მაიორი ჯონ ოკონერი დააკვირდებიან.

ყირიმის ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდეგ აშშ ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში სასწავლო ოპერაციას - AtlanticResolve ატარებს, რომლის მიზანს ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის იმის ჩვენებაა, რომ ნატო მათ იცავთ.