3 ახალი ჯიპი, 150 000 ლარი და ახმეტის გამგეობის ხარჯები

3 ახალი ჯიპი, 150 000 ლარი და ახმეტის გამგეობის ხარჯები

„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაცია , მუნიციპალიტიეტის გამგეობის მიერ სამი „ჯიპის“ მარკის ავტომობილს შესყიდვის ფაქტს აპროტესტებს.

ხელმძღვანელის - ირაკლი უჯირაულის განცხადებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ათზე მეტი ავტომობილი ემსახურება და ახლის შეძნა, რაიონში არსებული მძიმე, ეკონომიკური და სოციალურის მდგომარეობის ფონზე, გაუმართლებელია:

“იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე , ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარის საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების შესაქმნელად. თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლაინობაში , ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება“ , - აუცხადებს უჯირაული. ამ დროისთვის გამგებებლის ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია „ტოიოტა კამრი“ და „ლექსუს“ GX470 . ამის გარდა , ორ - ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები. მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.