მოსკოვი-თბილისის შორის რეგულარულ ავიამიმოსვლაზე მრავალთვიან მოლაპარაკებების მიუხედავად შეთანხმება ვერ შედგა. შედეგად, რუსულ ავიაკომპანიებს კვირაში 18-18 სიხშირით ფრენა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდათ. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ სიხშირით ფრენის უფლება რუსულ კომპანიებს ზამთრის სეზონის დასრულებამდე, 28 მარტამდე, მისცა.
როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა გურამ ჯალაღონიამ „კომერსნატს“ განუცხადა, პარალელურ რეჟიმში მოლაპარაკებები რეგულარულ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებით გრძელდება.
უკვე თვეებია ქართული და რუსული მხარე ამ საკითხზე ვერ თანხმდება. 18 -18 სიხშირეს ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways” აპროტესტებს და აცხადებს, რომ ამ რეჟიმში ფრენა კომპანიას აკოტრებს.
„კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი იასე ზაუტაშვილი აცხადებს, რომ საბოლოო ვადა რუსული ავიაკომპანიებისთვის 3 მარტს იწურებოდა, თუმცა, ბოლო შეხვედრაზე მხარეებს შორის შეთანხმება ისევ ვერ შედგა. ზაუტაშვილი აცხადებს, რომ ერთადერთი, ვინც ამ სიტუაციაში მოგებულია რუსული ავიაკომპანიები - „სიბირი“, „აეროფლოტი“ და „ტრანსაეროა“, რადგანაც ისინი სახელმწიფო სუბსიდიაზე იმყოფებიან და მათთვის დაბალი დატვირთვით მუშაობაც კი დამატებითი შემოსვალის წყაროა.
„რეალუარდ ამ კომპანიებს აქვთ სახელმწიფო სუბსიდირება - მათთვის უფასოა საწვავი, მათ აქვთ გრძელვადიანი კრედიტები და რამდენიმე მგზავრიც კი დამატებითი შემოსავლის წყაროა. რატომ ვეხმარებით ასე გულმოდგინედ რუსულ კომპანიებს, როდესაც საქართველოს მხარეს დამატებითი შემოსავლები არ აქვს ამ გადაწყვეტილებით? ეს არის ჩვენი მთავარი კითხვა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ“,- აცხადებს ზაუტაშვილი.
მისივე თქმით, როდესაც რუსულმა მხარემ ქართულს 18-18 სიხშირით ფრენა მოსთხოვა, ქართული მხარე იმის გამო დაეთანხმა, რომ არსებობდა მგზავრთნაკადისა და ტურისტების რიცხვის გაზრდის მოლოდინი, თუმცა, ეს არ გამართლდა.
„არც მგზავრთა ნაკადი გაზრდილა და არც ტურისტული ნაკადი გარზდილა, პირიქით შემცირდა და არც საბიუჯეტო შემოსავლები გაზრდილა. მოხდა ერთი რამ - ქართული ავიაკომპანია დადგა გაკოტრების წინაშე. ალბათ, სამოქალაქო ავიაციის მესვეურები გულმოდგინედ ელოდებიან იმ დროს, როდესაც ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენს კომპანიას გაკოტრებულად“,- აცხადებს ზაუტაშვილი.
მისივე თქმით, რეალურად რუსულ კომპანიების საქართველოში შემოსვლის მიზეზი გრძელვადიანი პერსპექტივებია, კერძოდ კი, მათ მოსკოვის გავლით მგზავრების ევროპაში გადაყვანა სურთ, რაც ზაუტაშვილის შეფასებით იმას ნიშნავს, რომ რუსული ავიაცია ქარტლ ცას აბსოლუტურად მოიცავს.
რაც შეეხება თავად „აირზენას“, კომპანიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჯერჯერობით გაკოტრების რეჟიმში არ გადასულან და ახალ ბაზრებს ეძებენ, თუმცა, სავიზო რეჟიმის გამკაცრების გამო არც ამას აქვს დიდი პერსპექტივა.
„მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ აღიარა შეცდომა სავიზო რეჟიმების შემოღებასთან დაკავშირებით და შემოიღო ახალი ელექტრონული ვიზები, შეზღუდვები ირანსა და ერაყზე ისევ შენარჩუნდა. ამით ჩვენ მართლა დავკარგეთ ტურისტებიც, მგზავრთანაკადიც და რეისებიც. ამ რესიებს კვლავაც ვერ გავხსნით, ამ მხრივაც არ არის პერსპექტივები. ისევდაისევ შემოდიან ახალი კომპანიები და საქართველოს ეკონომიკას ამითი დიდი სარგებელი არ აქვს“,- აცხადებს ზაუტაშვილი.
საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ტექნიკური კონსულტაციები დეკემბრის ბოლოს გაიმართა, სადაც ფრენის სიხშირეების, დანიშნულების პუნქტების განსაზღვრისა და სხვა დეტალების შესახებ შედგა მოლაპარაკება.
თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული საქართველოს მხარის მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაგრძელდეს ტექნიკური კონსულტაციები 2015 წლის დასაწყისში.
საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე კი, ქართულ Gეორგიან Aირწაყს-სა და რუსულ ავიაკომპანიებს, შ7 შიბერია-სა და „აეროფლოტს" უფლება მიეცათ, რომ პარიტეტის საფუძველზე, 2015 წლის 31 იანვრამდე განახორციელებინათ რეგულარული ფრენები კვირაში 18/18 სიხშირით, რაც გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ავიაკომპანიებს უკვე გაყიდული ჰქონდათ შესაბამისი მგზავრობის ბილეთები.
დღეისათვის რუსეთის მხრიდან ფრენები კვირაში 18 სიხშირით ხორციელდება, ნაცვლად 14-ისა რაზეც ადრინდელი შეთანხმება არსებობდა (თითოეული კომპანიის შემთხვევაში 7-იანი სიხშირე).
საქართველო-რუსეთს შორის, რეგულარული ავიამიმოსვლა 2008 წელს შეწყდა, ხოლო 2010 წლიდან კი ორ მხარეს შორის ჩარტერული რეისები ხორციელდებოდა.