დეპუტატ გოგი ოჩიაურს პარლამენტში ლევან თარხნიშვილი შეცვლის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიაში ოჩიაურის ადგილმონაცვლე სწორედ თარხნიშვილია.
ოჩიაურმა პარლამენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
პარლამენტში, "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენლობაში, კიდევ ერთი ახალი დეპუტატი - ეკა ხერხეულიძე შევა, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტზე დანიშნული დავით საყვარელიძის ადგილმონაცვლეა.