საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ადასტურებს, რომ ლარის გაუფასურებამ სახელმწიფო ვალის ზრდა გამოიწვია.
"ცხადია, როცა ვალი დაფიქსირებულია დოლარებში და მისი გადაანგარიშება ხდება, ლარში დაფიქსირებული ვალის მოცულობა გაზრდილია", - უპასუხა ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვას.
ფინანსთა მინისტრს დეტალებზე არ უსაუბრია. მისი განმარტებით, მონაცემები ახლა ზუსტდება და მოგვიანებით გამოქვეყნდება.