საყდრისის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა უნდა დაამტკიცონ. როგორც უმრავლესობის დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კომისიის შექმნის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან საყდრისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა გამოიტანოს.
,,კომისიის შექნას თავისი პროცედურები აქვს და სწორედ ამიტომ არ შეიქმნა აქამდე პარლამენტში. დღეს ალბათ იქნება კენჭისყრაც. მე ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ ამ საკითხს. კომისიის შექმნის მოზანშეწონილობას მხარი დაუჭირა 56 დეპუტატმა, მაგრამ მის დაკომპლექტებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. აქედან გამომდინარე, თუკი 76 დეპუტატი არ გაიზიარებს ამ საკითხს, ეს კომისია ვერ შეიქმნება. Mმე კომისიის შექმნის მიზანშეწონილობასაც არ დავუჭირე მხარი. ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერების აზრი ორად არის გაყოფილი. მათ განსახვავებული პოზიცია აქვთ. ზოგი იძახის, რომ ეს არის ისტირიულ-კულტურული მემკვიდორება, ზოგი - პირიქით. აქედან გამომდინარე, თუკი დეპუტატები მხარს დაუჭერენ კომისიის დაკომპლექტებას, ჩვენ გადავწყვეტთ იმას, რომ საყდრისი ისტორიულ-კულტურულ ძეგლს წარმოადგენს?.ერთადერთი საკითხი, რაც შეიძლება დროებითმა საგამოძიებო კომისიამ გადაწყვიტოს, ეს არის, რამდენად სამართლიანად მოხდა საყდრისზე სტატუსის მოხსნა. Aამიტომ ამ საკითხს იხილავს სასამართლო და უნდა დავემორჩილოთ მას", - განაცხადა ტყემალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარლამენტში საყდრისთან დაკავშირებით დროებითი საპარლამენტო კომისიის დაკომპლექტებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.