„ნაჩქარევ ნაბიჯებს შეიძლება, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავალი თაობის ინტერესები შეეწიროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
„მოგეხსენებათ, დაკავებულები არიან და აღძრულია საქმე ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობების პირების მიმართ. ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას თავისი წესი და რიგი აქვს, ამას სჭირდება დრო. რაც არ უნდა გვეჩქარებოდეს, ხელოვნურად პროცესებს ვერ დავაჩქარებთ. აქედან გამომდინარე, ვერ ვიჩქარებდით. ყველა პროცესს სჭირდება გაანალიზება. ერთი რამ ცხადია - პასუხი უნდა აგოს ყველამ, ვინც იყვნენ ინიციატორები და დამნაშავეები. საქართველოში დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩება. ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არავინ უნდა იდგეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.