„მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს პროკურატურის მიერ არაერთი საქმე გაიხსნა. ძალიან ბევრ მოქალაქეს აღუდგა დარღვეული უფლებები, ქონებრივი თუ სხვა", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პრეზენტაციაზე გააკეთა:
„ამ დღეს მოქალაქეების დიდი ნაწილი ელოდა. მოგეხსენებათ, ძალიან მაღალია ინტერესი და მოლოდინი ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის კუთხით. ჩვენმა ხელსიუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა, თუმცა უამრავი საქმეა დარჩენილი გამოსაძიებელი. როდესაც მოვედით ხელისუფლებაში, უამრავი გამოწვევის წინ დავდექით. ორი წლის წინ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით დავიწყეთ საქმეების დახარისხება. პროკურატურაში დაიწყო ათასობით განაცხადის შესწავლა. ამ საქმეების შესწავლაში ყველა უწყება იყო ჩართული. დღეს უკვე გვაქვს მთავარ პროკურატურაში ახალი სტრუქტურა, შეიქმნა დეპარტამენტი, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენას მოემსახურება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.