პენტაგონის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 12 000 რუსი სამხედრო იმყოფება

პენტაგონის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 12 000 რუსი სამხედრო იმყოფება

პენტაგონის განცხადებით, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი მებრძოლების დასახმარებლად 12 000 რუსი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ "როიტერი" ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურ გენერალ ბენ ჰოჯესზე დაყრდნობით იტყობინება. საუბარია რუს სამხედრო ინსტრუქტორებზე, თანამედროვე სამხედრო შეიარაღების ტექნიკურ პერსონალსა და საბრძოლო ქვედანაყოფებზე. 

ბენ ჰოჯესის თქმით, დამატებით 29 000 სამხედრო ანექსირებულ ყირიმშია მობილიზებული, კიდევ 50 000 ჯარისკაცი კი რუსეთის მხარეს საზღვართან ახლოსაა განლაგებული. 

დასავლეთი რუსეთს დონბასის კონფლიქტში პირდაპირ მონაწილეობაში უკვე ნახევარ წელზე მეტია ადანაშაულებს. თუმცა, აღნიშნულ ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს.