ბურჯანაძე და ინაშვილი ერთიანდებიან?

ბურჯანაძე და ინაშვილი ერთიანდებიან?

დემოკრატიული მოძრაობა“ერთიანი საქართველო“ და პატრიოტთა ალიანსი შესაძლოა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ერთ საარჩევნო ბლოკად გამოვიდნენ. გაზეთ „ალია“-ს ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძესა და ირმა ინაშვილს შორის ამ თემაზე კულუარული მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

გაზეთთან საუბარში აღნიშნული ინფორმაცია ბურჯანაძის თანაპარტიელმა და მერობის ყოფილმა კანდიდატმა არც უარყო და არც დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს შიდა სამზარეულოა და ის არის უფლებამოსილი გადაწყვეტილების მიღებამდე ამ თემაზე ისაუბროს.

წყარო- „ალია“