საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის განცხადებით, ქვეყნებს, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ უარი უნდა ეთქვათ, რადგან ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს.
„რაც შეეხება ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ნატო-ს შემოუერთდნენ, საფრანგეთი ფიქრობს, რომ ამ აპლიკაციებს უარი უნდა ეთქვათ, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნატო ამ ეტაპზე არ უნდა გაფართოვდეს“,- განაცხადა ოლანდმა
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს.
ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს, რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი.
საქართველომ ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2002 წელს პრაღის სამიტზე გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველომ ნატოს უელსის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმა - MAP ვერა, თუმცა სანაცვლოდ „არსებითი პაკეტი“ მიიღო, რომელიც ალიანსის თქმით, თბილისს ნატო-ს წევრობისთვის მზადების დაჩქარებაში დაეხმარება.
საქართველოს და ნატო-ს ოფიციალური პირების თანახმად, საქართველოსთვის განკუთვნილი პაკეტი მოიცავს ნატო-ს საწვრთნელი ცენტრის შექმნას საქართველოში.
2014 წლის 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივნმა ანდერ ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო იმ ხუთ ქვეყანას შორის არის, რომლებიც ნატო-სთან თანამშრომლობის გაზრდილ შესაძლებლობებს ესწრაფვიან. დანარჩენი ოთხი ქვეყანა ავსტრალია, ფინეთი, იორდანია და შვედეთი არიან.