რჩება თუ არა კორძაია ფრაქცია

რჩება თუ არა კორძაია ფრაქცია "ქართულ ოცნებაში"

გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნების” დეპუტატის თამარ კორძაიას განსხვავებული პოზიციები მის თანაგუნდელებში უკმაყოფილებას იწვევს. საკითხი ფრაქციის სხდომაზე განიხილეს, თუმცა დეპუტატები ამბობენ, რომ ფრაქციიდან კორძაიას გარიცხვის საკითხი არ დამდგარა.„ქართული ოცნების” ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ თამარ კორძაიას ხშირად თანაგუნდელებისგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მაგრამ, ვოლსკის მტკიცებით, მისი უმრავლესობიდან გასვლის საკითხი არ დგას დღის წესრიგში.

"არ არის ეს საკითხი აქტუალური და დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას.თამარ კორძაია რჩება გუნდის წევრად. არის საკითხები , რომელზეც თამარ კორძაიას განსხვავებული აზრი ჰქონდა , ისევე როგორც რამოდენიმე სხვა დეპუტატს. მაგრამ ეს არ ქმნის იმის საფუძველს , რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს ფრაქციის შეცვლის თაობაზე,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფომრაციის თანახმად, შესაძლოა თამარ კორძაიას მისი განსხვავებული პოზიციების გამო ფრაქცია "ქართული ოცნება" დაატოვებინონ.