უკრაინის რადაში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

უკრაინის რადაში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

უკრაინის უმაღლეს რადაში დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, რადიკალური პარტიის ლიდერი, ოლეგ ლიაშკო თავის ძველ კოლეგას სერგეი მელნიჩუკს დაუპირისპირდა.

ლიაშკოს თქმით, მენიჩუკმა მას სახეში გაარტყა. მანამდე კი ლიაშკომ მენიჩუკი გვამს შეადარა, მისი თქმით, მან მოატყუა ამომრჩეველი, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. შეხლა-შემოხლის გამო, რადას სპიკერი ვლადიმერ გროისმანი იძულებული გახდა სესია დროზე ადრე დაეხურა, რის შემდეგაც ფიზიკური დაპირისპირება სხდომათა დარბაზს მიღმა გაგრძელდა.