გიორგი მარგველაშვილი რესენ პლევნელიევს ბულგარეთის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღეს ულოცავს

გიორგი მარგველაშვილი რესენ პლევნელიევს ბულგარეთის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბულგარეთის პრეზიდენტს მის აღმატებულება რესენ პლევნელიევს ბულგარეთის რესპუბლიკის ოსმალთა ბატონობისაგან გათავისუფლების დღეს ულოცავს

თქვენო აღმატებულებავ,

ჩემთვის დიდი პატივია გადმოგცეთ ჩემი გულითადი და წრფელი მოლოცვა ბულგარეთის რესპუბლიკის გათავისუფლების დღესთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ მეგობრული ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის წარმატებით ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით. მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვის ურყევი მხარდაჭერისათვის. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ორივე ერის წარმატებისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, მინდა გამოვხატო ღრმა პატივისცემა თქვენ მიმართ და ვუსურვო ბულგარელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა.

პატივისცემით

გიორგი მარგველაშვილი