უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საკონსტიტუციო კომისიის შექმნის ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, კომისია ქვეყნის მთავარი კანონის შეცვლაზე იმუშავებს.
"აღნიშნული ბრძანების ხელმოწერით დაიწყება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების კუთხით", - განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, ახალი კონსტიტუცია უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოების გამოწვევებსა და საჭიროებებს. საკონსტიტუციო კომისია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებით, საჯარო პირებით და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებით დაკომპლექტდება.