გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობს ხელისუფლების რომელიმე შტოს

გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის შემთხვევაში, ის იქნება პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობს ხელისუფლების რომელიმე შტოს

„იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს,  ეს იქნება არა მხოლოდ პირველი ქალი ხელმძღვანელი სასამართლო ხელისუფლების, არამედ ეს იქნება პირველი ქალი, რომელიც ხელმძღვანელობს ხელისუფლების რომელიმე შტოს", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

რაც შეეხება ხელისუფლების მესამე შტოს, მინისტრის თქმით, „საქართველოში ძალიან ბევრი ქალი მოსამართლე გვყავს, გვყავს რიგითი ქალი მოსამართლეები, რომლებიც საქმეებს იხილავენ, მაგრამ ჯერჯერობით არ გვყავს არც ერთი ქალი ხელმძღვანელი მოსამართლე".

„ამიტომ მე საჯაროდაც მივესალმე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს (რა თქმა უნდა მამაკაცს) დაუმთავრდა თავისი უფლებამოსილების ვადა, მომავალ კანდიდატად პარლამენტს შესთავაზა ქალი კანდიდატი", - განაცხადა წულუკიანმა.