„ყველა ის ხარჯი, რომელიც ეკონომიკის ზრდაზე არ მუშაობს, იქნება შემცირებული", - ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხარჯების შემცირების თემის კომენტირებისას გააკეთა.
წულუკიანმა აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტროში სწრაფად დაიხარჯება ის თანხები, რომელიც მშენებლობას ეხება, რადგან ეს ეკონომიკის ზრდას ხელს უწყობს. იუსტიციის მინისტრის თქმით, გეგმას შემცირებული ხარჯების შესახებ 2 კვირაში წარადგენენ.