ვახტანგ გომელაური:   შემთხვევა იყო, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული

ვახტანგ გომელაური: შემთხვევა იყო, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული

საქართველოს შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქვეყანაში შემოსული უცხოელების უკან დაბრუნება სხვადასხვა კონკრეტული დარღვევების გამო ხდება. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებს სავიზო რეგულაციების გამო უცხოელების უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განუცხადა.

"სხვადასხვა დარღვევები არის, აქედან გამომდინარე ხდება მათი უკან დაბრუნება. ბევრი ჩამოდის ისე, რომ საბუთი არ აქვს შესაბამის მდგომარეობაში. იყო შემთხვევა, პირს წარმოდგენა არ ჰქონდა რომელ ქვეყანაში იყო ჩამოსული", - განაცხადა გომელაურმა.

მისივე თქმით, ამ პიროვნებას არც შესაბამისი საბუთები ჰქონდა და შესაბამისად, ის ქვეყნიდან უკან გააბრუნეს. "ხშირად არის, რომ ელჩები და წარმომადგენლები იმ ქვეყნების მოდიან და გამოთქვამენ პრეტენზიებს. ჩვენ მათ ვუხსნით და ისინი პასუხებით კმაყოფილდებიან და მიდიან", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.