საქართველოს შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილება მიღებული უწყებაში კონკრეტულად სად მოხდება ფინანსების შემცირება. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას რა კუთხით აპირებს შს სამინისტრო ბიუჯეტის კორექტირებას, ანუ რა სფეროში აპირებს "ქამრების შემოჭერას".
ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ თემაზე შესაბამისი სამსხურების მიერ მუშაობა მიმდინარეობს.
"აუცილებლად გაცნობებთ, როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ სად მოხდება ფინანსების შემცირება. ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. მოგეხსენებათ, პოლიცია სპეციფიკურია და ეს ყველაფერი აისახება ძალიან მტკივნეულად ალბათ იმ დანაყოფებისთვის", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.