შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ახმეტის პოლიციის უფროს ზურაბ უძილაურთან დაკავშირებით პროკურატურაში მოკვლევა მიმდინარეობს. ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახმეტის პოლიციის უფროსი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის და ხულიგნობის ბრალდებით არის ნასამართლევი და ასევე ისმის ბრალდება, რომ კონკრეტულ პირზე ზეწოლა განახორციელა.
"პროკურატურაში მიმდინარეობს მოკვლევა, თუ ეს დამტკიცდება შესაბამისად დაისჯება ეს ადამიანი. რაც შეეხება ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას, მე არ ვარ საქმის კურსში. რა თქმა უნდა, მოვიკვლევთ, თუ ეს ნამდვილად დადასტურდება, თანამდებობას დატოვებს აუცილებლად", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.