დავით უსუფაშვილი - საქართველოს ნატო-ს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა

დავით უსუფაშვილი - საქართველოს ნატო-ს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა

საქართველოს ნატო-ს წევრობა არა წევრი სახელმწიფოების რუსეთთან ომის დასაწყებად, არამედ ომის დასასრულებლად უნდა, - ამის შესახებ აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა საქართველოს საგარეო პრიორიტეტები, ნატო-სა და ევროპის კავშირში გაწევრიანების სურვილი, რუსეთისგან მომავალი საფრთხეები და ლარის დევალვაცია მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში მისი ჩასვლის მთავარი მიზანია ამერიკელი პარტნიორების დარწმუნება, რომ საქართველო სანდო პარტნიორია.

"ვაშინგტონში ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანია ამერიკელი პარტნიორები დავარწმუნო, რომ ჩვენ სანდო პარტნიორები ვართ," - განაცხადა მან.

დავით უსუფაშვილმა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონფქლიტი 2008 წლის საქართველოს ომის გაგრძელებაა.

"ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ის, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები არის პირდაპირი გაგრძელება, რაც საქართველოში მოხდა 2008 წლის აგვისტოში. ეს არის ერთი გეგმის სხვა და სხვა კომპონენტი. ჩვენ ვეუბნებით ჩვენს მეგობრებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საზარელი ამბების ფონზე რუსული აგრესია საქართველოში გრძელდება და ეს არის ერთი პროცესი, რომელსაც ერთიანად უნდა გავუმკლავდეთ," – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.