ბორის ნემცოვის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, მოსკოვში სახაროვის ცენტრში გაიმართება.
პანაშვიდი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გასტანს. მოკლულ რუს ოპოზიციონერს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს.