ჩვენი მოქალაქეების ქართული ციხიდან გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ჩვენი მოქალაქეების ქართული ციხიდან გასათავისუფლებლად ყველაფერს გავაკეთებთ

ცხინვალის დეფაქტო პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, დეფაქტო ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქართული ციხეებიდან საკუთარი მოქალაქეების გასათავისუფლებლად. "ოსინფორმის" ინფორმაციით, ამის შესახებ თიბილოვმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

"სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა ყველა საშუალებას გამოიყენებს, მათ შორის, პირველ რიგში, ჟენევის დისკუსიის ფორმატსაც იმისთვის, რომ ქართულ ციხეებში მყოფი ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეები გაათავისუფლოს", - განაცხადა თიბილოვმა.

მანვე დღევანდელ თათბირზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადასვლის საკითხზე ისაუბრა. მისი აზრით, უმეტეს შემთხვევაში, ავადმყოფებს არ გააჩნიათ აუცილებლობა, სამკურნალოდ საქართველოში წავიდნენ, რადგან მათთვის შესაძლებელია სამედიცინო დახმარების ცხინვალში აღმოჩენა.

"ჩვენ უკვე აქტიურად ვართ დაკავებული საკუთარი მედიცინის განვითარებით, სამედიცინო ცენტრების მშენებლობითა და სპეციალისტების მოზიდვით", - განაცხადა თიბილოვმა.