იორდანიის მეფემ

იორდანიის მეფემ "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას მესამე მსოფლიო ომი უწოდა

ამერიკულ ტელეკომპანია "სი-ენ-ენ"-თან ინტერვიუში იორდანიის მეფე აბდულა მეორემ დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას მესამე მსოფლიო ომი უწოდა და მსოფლიოს მათ წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა.

"მე უკვე ვესაუბრე ისლამური და არაბული სამყაროს ლიდერებს - ეს მესამე მსოფლიო ომია, რომელმაც უნდა გააერთიანოს მუსლიმები, ქრისტიანები და სხვა კონფესიის წარმომადგენლები. ეს არ არის მხოლოდ დასავლეთის ომი. ეს არის ომი ისლამის შიგნით, სადაც ყველა ეწინააღმდეგება ამ დამნაშავეებს. საომარი ოპერაცია - ეს არის ამ პრობლემის მოკლევადიანი გადაწყვეტა. არსებობს კიდევ შუალედური ეტაპი, რომელიც უსაფრთხოებას ეხება და გრძელვადიანი, რომელიც იდეოლოგიურ სფეროს მოიცავს", - განაცხადა აბდულა მეორემ.

მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა მართალია, როდესაც ერიდება "ისლამურ სახელმწიფოს" უწოდოს ისლამი ექსტრემისტები, რადგან არ სურს ისინი ისლამის წარმომადგენლებად იწოდებოდნენ. "მუსლიმები ვართ ჩვენ. ეს ადამიანები კი ვინ არიან, მე არ ვიცი, მაგრამ მათ ჩვენ რწმენასთან არავითარი კავშირი არ აქვთ", - აღნიშა იორდანიის მეფემ.