ჯონ კერი რუსეთს დონბასთან დაკავშირებით კვლავ მინსკის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

ჯონ კერი რუსეთს დონბასთან დაკავშირებით კვლავ მინსკის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ვაშინგტონი უახლოეს საათებში ელოდება აღმოსავლეთ უკრაინაში ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის შესრულებას. "ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, ამის შესახებ კერიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ჟენევაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთი გაამკაცრებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაში, თუკი არ შესრულდება შეთანხმება, რომელიც მიმართულია დონბასში მშვიდობის მისაღწევად. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მინსკის შეთანხმებები უნდა შეასრულოს როგორც რუსეთის ლიდერმა, ისე სეპარატისებმა, რომლებსაც მხარს რუსეთი უჭერს.

"თუკი ეს არ მოხდება და ადრინდელის მსგავსად, ბევრი დარღვევა დაფიქსირდება, შედეგები გარდაუვალი იქნება და ეს ღონისძიებები გაცილებით მძაფრი აღმოჩნდება ისედაც პრობლემური რუსეთის ეკონომიკისთვის", - განაცხადა კერიმ.

უკრაინული მედიის ცნობით, დონბასში გასული ღამის განმავლობაში განხორციელებული სროლების შედეგად, ერთი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 4 დაიჭრა.