საქართველოს პრეზიდენტმა დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალბატონები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დედის დღესთან დაკავშირებით მსჯავრდებული ქალბატონები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი, რომლებიც   სასჯელს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდიან.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა, ამ რვა ქალბატონიდან 4 სრულად  გათავისუფლდება და დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ოთხს - სასჯელი გაუნახევრდება.

 „კომისიამ გასულ კვირას დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს დადებითი რეკომენდაციის მქონე  მსჯავრდებულების სია წარუდგინა, პრეზიდენტმა განიხილა მათი საქმეეები და დედის დღესთან დაკავშირებით შეიწყალა 8 მსჯავრდებული ქალბატონი.  უახლოეს დღეებში გამოიცემა შეწყალების აქტი იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთა საქმეზეც  კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ოთხი შეწყალებული ქალბატონი დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.