აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების მხრივ პროგრესია

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების მხრივ პროგრესია

აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელების მხრივ პროგრესია. "ბი-ბი-სის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, ფრონტის ხაზიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანის პროცესი თითქმის დასრულებულია.

ადამიანის უფლებათა საბჭოს შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერიც, რომელმაც გაერო-ს დონბასში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მოკვლევისკენ მოუწოდა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლი თითქმის ბოლომდე შეწყდა, თუმცა, რამდენიმე ადგილას ბრძოლა ამ დრომდე მიმდინარეობს.