"ნორმანდიული ოთხეულის" ლიდერები დღეს საღამოს უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გეგმავენ. "ლიგა.ნეტის" ცნობით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, იური უშაკოვმა განაცხადა.
"დღეს, მოსკოვის დროით 22:00 საათზე რუსეთის, უკრაინის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ტელეფონით დონბასში 12 თებერვლის მინსკის შეთანხმების შესრულების შესახებ იმსჯელებენ. გარდა ამისა, "ნორმანდიული ოთხეულის" პირველი პირები რუსეთის მიერ უკრაინისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების და გადახდის წესის საკითხსაც განიხილავენ", - განაცხადა უშაკოვმა.