ფრაქცია

ფრაქცია "ქართული ოცნება" დახურულ სხდომას მართავს

პარლამენტში ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომა იწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ფრაქციის თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განუცხადა, ფრაქციის წევრები პოზიციებს მიმდინარე კვირის სესიაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით შეაჯერებენ.

დეპუტატის თქმით, საუბრის თემა იქნება კომიტეტის თავმჯდომარეების ვაკანტური თანამდებობების საკითხი. ფრაქციის სხდომა დახურულია.