საბიუჯეტო ცვლილებების ინიცირების დროს პარლამენტში ჯერ ვერ აკონკრეტებენ

საბიუჯეტო ცვლილებების ინიცირების დროს პარლამენტში ჯერ ვერ აკონკრეტებენ

საქართველოს პარლამენტი მთავრობისგან 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის წარდგენას ელოდება, თუმცა მმართველ გუნდში საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის ინიცირების დროს ჯერ ვერ აკონკრეტებენ.

"ბიუჯეტში ცვლილებები, სავარაუდოდ, განხორცილედება. რა ტიპის იქნება ცვლილებები, ამას ვერ გეტყვით, რადგან მთავრობაში მუშაობა მიმდინარეობს და ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. რაც ვიცით, არის ის, რომ მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი - ალბათ 2,5% - 2%-მდე ჩამოიწევს", - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე.